სიახლეები

საქართველოს ნაკრები ოთარ გაბელიას რჩეულნი

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ივლისის მიწურულს ბულგარეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, სადაც მასპინძელთა გარდა განის და სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.



საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც საგურამოში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. შეგახსენებთ, რომ გუნდი საგურამოში 17, 18 და 19 ივლისს ივარჯიშებს, 17 ივლისს კი იქვე ცხინვალის ”სპარტაკს” გაეჯიბრება.



ოთარ გაბელიამ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:



მეკარეები: რევაზ თევდორაძე (”გაგრა”), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდის ”ბაია”)

მცველები: გურამ ადამაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ლაშა კასრაძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ილია გამრეკლიძე (თბილისის ”ვიტ ჯორჯია”), ლაშა თოთაძე (კიევის ”დინამო”, უკრაინა), გიორგი ხატიაშვილი (თბილისის ”ლოკომოტივი”), ივანე კილაძე (ლანჩხუთის ”გურია”)

ნახევარმცველები: ირაკლი ხუციძე (ზუგდიდის ”ბაია”), თორნიკე თარხნიშვილი (ცხინვალის ”სპარტაკი”), გიორგი კბილცეცხლაშვილი (ცხინვალის ”სპარტაკი”), ნიკოლოზ მაისურაძე (ცხინვალის ”სპარტაკი”), თემურ შონია (ცხინვალის ”სპარტაკი”), ვალერი ბოლქვაძე (თბილისის ”დინამო”), გელა გოგიტიძე (”ბათუმი”)

თავდამსხმელები: გიორგი ჭედია (ზუგდიდის ”ბაია”), ბესიკ ჩიმაკაძე (თბილისის ”ამერი”), ილია პავლიაშვილი (”გაგრა”)



ოთარ გაბელიამ შეკრებაზე უხმო თბილისის ”ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებს ჯემალ გოგიაშვილსა და გივი იოსელიანს. თუ ზემოხსენებული სიიდან რომელიმე მოთამაშე ამოვარდება, ნაკრები ამ ფეხბურთელებით შეივსება.