სიახლეები

ევრო 2011-ის შესარჩევი ტურნირი ჩვენი ჯგუფის კალე

გაუზიარე

გუშინ დანიის ქალაქ ორჰუსში 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა შედგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვდა თურქეთის, შვეიცარიის, სომხეთის, ირლანდიის და ესტონეთის ნაკრებებთან ერთად.



დადგინდა ჩვენი შესარჩევი ჯგუფის კალენდარიც. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამ განრიგით ითამაშებს:



5 სექტემბერი, 2009: ესტონეთი - საქართველო; 9 სექტემბერი, 2009: საქართველო - თურქეთი; 9 ოქტომბერი, 2009: ირლანდია - საქართველო; 14 ნოემბერი, 2009: საქართველო - ირლანდია; 18 ნოემბერი, 2009: შვეიცარია - საქართველო; 3 თებერვალი, 2010: საქართველო - ესტონეთი; 30 მაისი, 2010: საქართველო - შვეიცარია; 11 აგვისტო, 2010: სომხეთი - საქართველო; 4 სექტემბერი, 2010: თურქეთი - საქართველო; 7 სექტემბერი, 2010: საქართველო - სომხეთი



ჯგუფების გამარჯვებულნი (10 ნაკრები) და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი ორმატჩიან ფლეი-ოფში გაარკვევს ფინალური ეტაპის მონაწილე 7 ნაკრებს. ჩემპიონატის მასპინძელი დანია ფინალურ ეტაპზე ავტომატურადაა დაშვებული.