სიახლეები

საბოლოო დასტური კლუბების დაფინანსებაზე

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ხვალ უეფაში მიემგზავრებიან. ვიზიტის მიზანი სხვადასხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი - ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისათვის დაპირებული დაფინანსების გამოყოფის საკითხის გადაწყვეტაა.

დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს, უეფას სათაო ოფისში ხელი მოეწერება შეთანხმებას ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და სფფ-ის შორის, რის მიხედვითაც ქართული კლუბები დაპირებულ დაფინანსებას მიიღებენ.  საფეხბურთო კლუბებს აღნიშნული თანხა დოკუმენტის ხელმოწერიდან უახლოესი ათი დღის ვადაში გადაერიცხებათ.

სფფ-ის პრესსამსახური