სიახლეები

C კატეგორიის ლიცენზიის მიღების მსურველთა საყურადღე

გაუზიარე

C კატეგორიის ლიცენზიების აღების მსურველებს ვაცნობებთ, რომ ლიცენზირების მორიგი კურსი ამა წლის 19 დეკემბრიდან დაიწყება. ლიცენზირების კურსი კვლავ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსურველებს შევახსენებთ, რომ საბუთების შემოტანა ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის განყოფილებაში. საჭირო საბუთებია:

1) პირადი განცხადება

2) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ

3) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ

4) ცნობა ნარკოლოგიურიდან

5) პირადობის მოწმობის ქსეროასლი

6) 400 ლარი

7) საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ა.შ.)

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ–ის პრეზიდენტის აპარატის მენეჯერს – ეკა ნადირაშვილს

ტელ: 551 990910

          2912670