სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის ფედერაციების მ

გაუზიარე

13-15 აგვისტოს, ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბის "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა  სამსაჯო შეკრება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონული ფედერაციების მსაჯები. 

უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სფფ-ს ინიციატივით და დაფინანსებით  მსაჯებს რეგიონულ დონეზე საშუალება მიეცათ გაევლოთ სრულფასოვანი შეკრება, ასევე უნდა აღინიშნოს სფფ-ს პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ.

შეკრება მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. მის მონაწილეებს საუკეთესო პირობები ჰქონდათ შექმნილი როგორც საკლასო, ასევე საფეხბურთო მოედანზე პრაქტიკული მეცადინეობების და ვარჯიშებისთვის, რაშიც დიდია "ბაიას" საევრთნელი ბაზის ყველა თანამშრომლის წვლილი. შეკრების მონაწილეებს ყურადღება არ დააკლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ, რომელიც ამავდროულად არის სფფ-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი.  

შეკრებას უძღვებოდნენ  ლევან ფანიაშვილი (სფფ-ს უფროსი სამსაჯო ინსტრუქტორი), ზვიად ერქვანია და გიორგი კიკაჩეიშვილი (მონაწილე ორი რეგიონული ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელები).