სიახლეები

19-წლამდე გოგონათა ნაკრები ფინეთში - ევროპის საკვა

გაუზიარე

დღეს, ფინეთში გაემგზავრა საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს იქ ითამაშებს. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები არიან - ფინეთი, ჩრდ.ირლანდია და საბერძნეთი. მატჩები ჰელსიკთან ახლომდებარე პატარა ქალაქ ტამელაში გაიმართება.

ჩვენი ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: თინათინ ჯიჯეიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ლია გონგლაძე („ივერია“, ხაშური)

მცველები: მარიამ ენდელაძე, , ქრისტინე შაყულიანი, ოლია ჭაუტიძე (ყველა „მართვე“, ქუთაისი), სალომე ტაბატაძე („ივერია“, ხაშური), თეონა ბაქრაძე („ეგრისი“, სენაკი)

ნახევარმცველები: თამთა ჯინჭარაძე, თამარ დოლიძე (ორივე „დინამო“ ბათუმი), ია ალელიშვილი („გურია“, ლანჩხუთი), ანა სინათაშვილი („მართვე“, ქუთაისი), ნინო ჩანგელია, ირინა ჩიკვილაძე (ორივე „ეგრისი“, სენაკი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური)

თავდამსხმელები: ლანა გორგაძე, თამთა შენგელია (ორივე „მართვე“, ქუთაისი), ანა ჩემინავა („ჟალგირისის“ აკადემია, ლატვია), მარიამ დანელია („ეგრისი“, სენაკი)

მწვრთნელები - თამაზ კოსტავა, გერონტი ნაჭყებია

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 სექტემბრიდან დაიწყება.

13 სექტემბერი

ფინეთი vs საბერძნეთი

ჩრდ.ირლანდია vs საქართველო (17:00 - თბილისის დროით)

 

15 სექტემბერი

საბერძნეთი vs ჩრდ.ირლანდია

ფინეთი vs საქართველო (19:00 - თბილისის დროით)

 

18 სექტემბერი

ჩრდ.ირლანდია vs ფინეთი

საქართველო vs საბერძნეთი (16:00 - თბილისის დროით)

სფფ-ის პრესსამსახური