სიახლეები

აღმასკომმა გორის „დილას“ წერილი განიხილა

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს და პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართა სკ გორის „დილამ“. კლუბი აღმასკომს სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას და დახმარებას სთხოვს. კერძოდ, კონკრეტულად საუბარია დაკისრებული სანქციის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, „დილას“ სტადიონს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა და გორელებს მომდევნო სამი საშინაო თამაში ნეიტრალურ მოედანზე უნდა გაემართათ.

აღმასკომმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილა შემოსული წერილი და დაადგინა, რომ მომდევნო სამ მატჩს „დილა“ გორში, საკუთარ სტადიონზე გამართავს, ოღონდ მაყურებლის გარეშე.

ამასთან, დებულების თანახმად, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება მათ 7 დღის ვადაში, სააპელაციო კომიტეტში შეუძლიათ.

სფფ-ის პრესსამსახური