სიახლეები

კლასიკოს ტური

გაუზიარე
უმაღლესი ლიგის მე-11 ტური ყველა დანარჩენისგან განსხვავებულად დაძაბული და საინტერესო, რომ იქნება ეს ალბათ გასაკვირი არავისთვისაა, 2 ნოემბერს ქუთაისში ერთმანეთს ადგილობრივი „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. ამ დღისთვის ორივე გუნდის ფეხბურთელებიც და ქომაგებიც განსაკუთრებით ემზადებიან, ეს მათთვის ნამდვილი ბრძოლაა და ალბათ არც ნოემბრის მატჩი იქნება გამონაკლისი. ქუთაისურ-თბილისური დაპირისპირება ბევრჯერ სკანდალით დასრულებულა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ერთი კი ფაქტია ამ ორი გუნდის შერკინება ქართულ ფეხბურთს ნამდვილად ალამაზებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და მაყურებელი კარგ სანახაობას იხილავს. ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრასთან ერთად აღნიშნულ ტურში კიდევ რამდენიმე გამორჩეული მატჩი გაიმართება. იმავე 2 ნოემბერს, ქობულეთში ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან, ისინი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და დაძაბული თამაშის წინაპირობას სწორედ ეს ფაქტორი ქმნის. ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს სულ 11-ჯერ უასპარეზიათ ერთმანეთის წინააღმდეგ და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას საჩხერლები ფლობენ, მათ ამ 11 მატჩიდან 5 მოგება მოახერხეს და 3 ფრედ ითამაშეს, დანარჩენი სამი შეხვედრა კი, აჭარლების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენი აზრით ასევე ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს ქართლული დერბი „დილასა“ და „მეტალურგს“ შორის, მართალია თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება და გორელებიც საკმაოდ დიდი დანაკლისით იასპარეზებენ, მაგრამ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მატჩი ერთობ დაძაბული უნდა გამოდგეს. 


„კოლხეთი“ ფოთი - „სამტრედია“ სამტრედია 

1 ნოემბერი, ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“, 14:00 

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.ფიფია, გ.ელიკაშვილი, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლუკა გუგუჩია, გიორგი კილასონია (ორივე „კოლხეთი“)


„დილა“ გორი - „მეტალურგი“ რუსთავი 

1 ნოემბერი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00, უმაყურებლოდ

მსაჯები: ბ.ნინუა, გ.ჩიგოგიძე, ა.ჟივიძე, შ.ქუხილავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე „დილა“), შალვა ექვთიმიშვილი („მეტალურგი“)


„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „გურია“ ლანჩხუთი 

1 ნოემბერი, ზუგიდიდი, „ბაიას“ ბაზა, 14:00 

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.კაკაბაძე, კ.სადილიანი, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ოთარ ჯავაშვილი, ლევან წურწუმია (ორივე „ზუგდიდი“)


„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 

2 ნოემბერი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 14:00 

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.ვარამიშვილი, დ.კურტანიძე, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


„მერანი“ მარტვილი - „შუქურა“ ქობულეთი 

2 ნოემბერი, სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“, 15:00 

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, დ.კვეტენაძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო) 

დისკვაიფიკაცია: გიგა წურწუმია („მერანი“), ლაშა ჩაფიძე („შუქურა“)


„სპარტაკი“ ცხინვალი - „სიონი“ ბოლნისი 

2 ნოემბერი, თბილისი, „მიხეილ მესხი“ სათადარიგო, 15:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)


„დინამო“ ბათუმი - „ჩიხურა“ საჩხერე 

2 ნოემბერი, ქობულეთი, „ჩელე არენა“, 15:00 

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (სათადარიგო)


„ტორპედო“ ქუთაისი - „დინამო“ თბილისი 

2 ნოემბერი, ქუთაისი, ცეტრალური სტადიონი, 18:00, პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ლ.თოდრია, დ.გაბისონია, ა.კრიჭაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ჯ.ხორავა (2 დამ.ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“)


სფფ-ს პრესსამსახური