სიახლეები

"დინამომ" ქუთაისშიც იმარჯვა

გაუზიარე
„დილა“ გორი - „მეტალურგი“ რუსთავი 3-2

გოლი: 
21’ დაჩი ცნობილაძე („მეტალურგი“), 39’ გივი ქარქუზაშვილი, 56’ ირაკლი მოდებაძე, 63’ ნიკა კვეკვესკირი (პენ.) (სამივე „დილა“), 77’ გიორგი ალვერდაშვილი („მეტალურგი“)

გაფრთხილება: გ.ბედიაშვილი („მეტალურგი“)

მოლოდინისამებრ საინტერესო გამოდგა გორში გამართული შეხვედრა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი დახურული იყო და გუნდებს გულშემატკივრები ვერ ამხნევებდნენ, ორივე მათგანი საკმაოდ მოტივირებული იყო, რაც ანგარიშზეც აისახა. ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მოახერხეს, 21-ე წუთზე ცნობილაძემ მეკარის შეცდომით ისარგებლა, დასწრებაზე კარგად ითამაშა და ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. გაშვებული გოლის შემდეგ, გორელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და ტაიმის მიწურულს საწადელსაც მიაღწიეს, 39-ე წუთზე გივი ქარქუზაშვილმაც რუსთაველთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ნახევრის დასასრულს გატანილმა გოლმა „დილაზე“ კარგად იმოქმედა და მეორე ტაიმი მათი მწვავე შეტევებით განახლდა. საბოლოოდ, 56-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გიორგი სეთურიძის გადაცემა კარგად დაამუშავა და მახვილი კუთხიდან გაუტანა ბედიაშვილს. მიუხედავად დაწინაურებისა, გორელებს შეტევები არ შეუწყვიტავთ და 63-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირმა საპენალტო ნიშნულიდან ორამდე გაზარდა სხვაობა. მატჩი კვლავ სოსიაშვილის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა, მაგრამ „მეტალურგმა“ ანგარიშის გაქვითვა მაინც მოახერხა, 75-ე წუთზე, გიორგი ალავერდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე მეტოქეს გაცდა და მეკარესთან ფაქტიურად პირისპირ დარჩენილს გატანა არ გასჭირვებია. ამ გამარჯვებით გორელები ლიდერ „დინამოს“ მიუახლოვდნენ და „სამტრედიასთან“ ერთად
 მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. 



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „გურია“ ლანჩხუთი 2-1 

გოლი: 
21’ ალექსანდრე კოშკაძე („გურია“), 41’ შოთა ლომია (პენ.), 89’ ირაკლი ეხვაია (ორივე „ზუგდიდი“)

გაფრთხილება: 28’ ვალიკო ტყემალაძე, 34’ ირაკლი ეხვაია (ორივე „ზუგდიდი“), 40’ დავით მეგრელიშვილი („გურია“), 60’ ბაქარ მირცხულავა („ზუგდიდი“), 80’ ვლადიმერ ზუხბაია, 90’ ერეკლე კილაძე (ორივე „გურია“) 

წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა „ზუგდიდმა“, ამჯერად ზუგდიდელთა მეტოქე ლანჩხუთის „გურია“ გახლდათ. ეს მეგრელთა პირველი გამარჯვება იყო მშობლიურ კედლებში. ანგარიში მათმა ყოფილმა მოთამაშემ ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, გამოცდილმა ნახევარმცველმა 21-ე წუთზე დააწინაურა გურულები. ბესიკ შეროზიას შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება 41-ე წუთზე მოახრხეს, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შოთა ლომიამ შეასრულა. მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით განახლდა, ორივე გუნდი ყველაფერს აკეთებდა მოსაგებად, მაგრამ საწადელს ზუგდიდელებმა მიაღწიეს, 89-ე წუთზე გამარჯვების გოლის ირაკლი ეხვაიამ გაიტანა. 




„კოლხეთი“ ფოთი - „სამტრედია“ სამტრედია 0-0 

გაფრთხილება: 
85’ ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ფრედ დასრულდა ლანჩხუთში გამართული შეხვედრა, დიდი დანაკლისით მოასპარეზე „კოლხეთმა“ მოახერხა და გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან ქულის მოპოვება მოახერხა, თავისმხრივ კი, სამტრედიელთა მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ზაზა ზამთარაძეს. აღსანიშნავია, რომ მატჩი კოკისპირული წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა, რამაც რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა იქონია შეხვედრის მსვლელობაზე. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, შეიძლება ითქვას, რომ ის ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მაგრამ უფრო მეტი სახიფათო მომენტი კოლხებმა შექმნეს. ასეა თუ ისე, გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდა შეძლო და როგორც უკვე მოგახსენეთ შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. 




„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 2-3

გოლი: 
16’, 28’ ლევან საბაძე („ვიტ-ჯორჯია“), 49’ (პენ.), 59’ ჯაბა დვალი, 72’ თორნიკე კაპანაძე (ორივე „ზესტაფონი“)

გაფრთხილება: 14’ თორნიკე გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), 17’ მათე კვირკვია („ვიტ-ჯორჯია“), 18’ ვახტანგ ჭანტურიშვილი („ზესსტაფონი“), 43’ ირაკლი ღიბრაძე, 52’ ვალიკო გახარია, 89’ ერეკლე ხვისტანი (სამივე „ვიტ-ჯორჯია“), 90’ ჯაბა დვალი („ზესტაფონი“) 

უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა, ვიტელები 2-0 იგებდნენ, მაგრამ მარგველებმა მეორე ტაიმი შესასურად ჩაატარეს და 2-3 დაამარცხეს მეტოქე. ვეტერინარებმა თორმეტ წუთიან მონაკვეთში შეძლეს ორ ბურთიანი სხვაობით დაწინაურება, მე-16 და 28-ე წუთებზე ლევან საბაძემ დუბლი გაიფორმა. პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. როგორც უკვე მოგახსენეთ მეორე ტაიმი იმერელთა უპირატესობით წარიმართა, მათ უკვე 49-ე წუთზე მოახერხეს სხვაობის შემცირება, პენალტიდან ჯა დვალმა გაიტანა. 10 წუთში იმავე დვალმა დუბლი შეასრულა და წონასწორობაც აღადგინა. რაც შეეხება გამარჯვების გოლს, ის 72-ე წუთზე ახლაგაზრდა, თორნიკე კაპანაძის, ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 5 ფრის შემდეგ ეს „ზესტაფონის“ პირველი გამარჯვება იყო. 




„მერანი“ მარტვილი - „შუქურა“ ქობულეთი 1-0 

გოლი: 
81’ ლაშა ჯღამაია („მერანი“)

გაფრთხილება: 38’ ლაშა კალანდაძე, 45’ ბესიკ ჩიმაკაძე (ორივე „შუქურა“), 68’ აკაკი წყაროზია, 84’ ლაშა ჯღამაია, 87’ ვაჟა ლომაშვილი (სამივე „მერანი“)

გაძევება: 83’ ლევან კუტალია („შუქურა“)

წარმატებულ სვლას განაგრძობს მარტვილის „მერანი“
უკანასკნელი 6 ტურია მარტვილელებმა წაგების გემო არ იციან და ნელ-ნელა ლიდერთა სამეულსაც უახლოვდებიან, მესამე ადგილოსანთან ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულაა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის მეგრელთა უპირატესობით წარიმართა და „შუქურა“ ძირითადად კონტრშეტევებზე მოქმედებდა. საბოლოო ჯამში, ლობასის შეგირდებმა საწადელს მატჩის მიწურულს მიაღწიეს, 81-ე წუთზე პაპუნა ფონიავას გამოზომილი გადაცემით ლაშა ჯღამაიამ ისარგებლა და თავური დარტყმით აიღო აჭარელთა კარი. 



„სპარტაკი“ ცხინვალი - „სიონი“ ბოლნისი 2-1

გოლი: 
2’ გიორგი ცერცვაძე, 32’ რევაზ ქემოკლიძე (ორივე „სპარტაკი“), 42’ ალექსანდრე გოგობერიშვილი („სიონი“)

გაფრთხილება: 20’ ზვიად ლობჟანიძე („სიონი“), 32’ ბიძინა მახარობლიძე, 55’ ნიკოლოზ კაჭარავა (ორივე „სპარტაკი“), 90’ ჯაბა უგულავა („სიონი“)

„დინამოსთან“ განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, „სპარტაკმა“ მობილიზება შეძლო და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა. ცხინვალელებმა ბოლნისის „სიონი“ მინიმალური სხვაობით, 2-1, დაამარცხეს. ანგარიში მე-2 წუთზე გიორგი ცერცვაძემ გახსნა, მან გადმოვარდნილ ბურთზე ყველას დაასწრო და ძლიერი დარტყმით გადაგზავნა ბურთი ქართლელთა კარში. გაშვებულო გოლის შემდეგ „სიონს“ გათანაბრების 100% შანსი ჰქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა 32-ე წუთზე გამოცდილმა რევაზ ქემოკლიძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ტაიმის მიწურულს ბოლნისელებმა ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს, 42- ე წუთზე ალექსანდრე გოგობერიშვილმა მეკარეს მოუგო ორთაბრძოლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. 




„დინამო“ ბათუმი - „ჩიხურა“ საჩხერე 0-0 

გაფრთხილება: 
90’ ვალერიან თევდორაძე („დინამო“)

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა აჭარულ-იმერული დაპირსპირება. შეხვედრა საჩხერელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ გატანის შანსი ბათუმელებსაც ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მიზეზის გამო გოლი არც ერთ კარში არ გასულა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. 




„ტორპედო“ ქუთაისი - „დინამო“ თბილისი 1-2

გოლი: 
28’ თენგიზ ჩიკვილაძე („ტორპედო“), 66’, 76 ნიკოლოზ საბანაძე („დინამო“) 

გაფრთხილება: 20’ სევასტი თოდუა („ტორპედო“), 43’ ომარ მიგინეიშვილი, 62’ ნიკოლოზ ჭანტურია (ორივე „დინამო“), 82’ თენგიზ ჩიკვილაძე („ტორპედო“), 88’ ლაშა პარუნაშვილი („დინამო“) 

ტრადიციულად დაძაბული გამოდგა ქუთაისში გამართული კართული კლასიკო, მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, გუნდებმა მაქსიმუმი გააკეთს შეხვედრის სასურველი ანგარიშით დასასრულებლად და მაყურებელს საინტერესო სანახაობაც შესთავაზეს. პირველი ნახევარი ქუთათური ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ძოძუაშვილის შეგირდები უფრო მწვავედ და აგრესიულად უტევდნენ, დინამოელები კი, ვერაფრით ახერხებდნენ კომბინაციების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ თავური დარტყმით იმერელთა კაპიტანმა თენგიზ ჩიკვილაძემ გაიტანა. მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა, თბილისელებმა მობილიზება შეძლეს და ნელ-ნელა სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ, მაგრამ გადამწყვეტი მაინც დედაქალაქელთა რიგებში განხორციელებული ცვლილება გახდა, საბა ლობჟანიძის მოედანზე გამოჩენამ მათი შეტევები უფრო მწვავე გახადა. საბოლოო ჯამში, 66-ე წუთზე სწორედ ლობჟანიძის პასის შემდეგ შემდეგ შეძლო ნიკოლოზ საბანაძემ წონასწორობის აღდგენა. გატანილმა გოლმა „დინამოზე“ კარგად იმოქმედა და ზუსტად 10 წუთში იმავე საბანაძემ დუბლიც გაიფორმა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა, როგორც სატურნურნი ისე პრინციპული მნიშვნელობით. 




აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:


„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „გურია“ ლანჩხუთი
„დილა“ გორი - „მეტალურგი“ რუსთავი 
„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი
„ტორპედო“ ქუთაისი - „დინამო“ თბილისი


ფოტო/ვიდეოედემი ელერჯია, www.fcdinamo.ge, www.fcspartak.ge, www.fczugdidi.ge, wwww.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/FCChikhura