სიახლეები

ტორპედო ბელეკში: სიას იოსელიანიც დაემატა

გაუზიარე

ქუთაისის ტორპედო თურქეთის კურორტ ბელეკში გაემგზავრა შეკრებაზე, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს: 1 თებერვალს ყაზახურირტიშთან“, 7 თებერვალს უნგრულდებრეცენთან“, 10 თებერვალს ბულგარეთისბოტევთანდა კიდევ, 4 თებერვალსაც ითამაშებს გიორგი დარასელიას გუნდი, ოღონდ, მეტოქის ვინაობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

ტორპედოს ბოლო შენაძენია განაპირა მცველი გივი იოსელიანი, რომელსაც ფლანგისნახევარმცველადაც შეუძლია თამაში. 24 წლის იოსელიანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია და პირველ წრეში ცხინვალში თამაშობდა. იგი ამ ზამთარს უნგრულ ნიერედჰაზაში ვარჯიშობდა, სადაც დავით დარციმელია და ზურაბ არზიანი გადავიდნენ. საბოლოოდ, დარციმელია და არზიანი დარჩნენ უნგრეთში, იოსელიანი კი სამშობლოში დაბრუნდა და ტორპედოს შეუერთდა.

იოსელიანი ტორპედოში 2011-2012 წლებშიც თამაშობდა, ამიტომ ამ ტრანსფერზე უფრო დაბრუნება ითქმის, ვიდრე გადასვლა:

"ყველა ფეხბურთელისთვის არსებობს საყვარელი და გამორჩული კლუბი, სადაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ითამაშებს. ჩემთვის ასეთი სწორედ ტორპედოა. შემოთავაზებამ ძალიან გამახარა. მაინც რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ცხინვალთან სიტყვიერი შეთანხმების დარღვევა მომიწია. ეს განვიცადე, მაგრამ გული ყოველთვის ტორპედოსკენ მიმიწევდა. მინდა ვისარგბლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ცხინვალის მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. განსაკუთრებით კი კახა კაჭარავას, იმედია, გამიგებენ. ცხინვალს კი გულით ვუსურვებ წარმატებას". 

ქუთათურთასია, რომლებიცბელეკშიგამგზავრნენ:

მეკარეები: ბექა შეყრილაძე, ლევან ტყეშელაშვილი

მცველები: გურამ ადამაძე, ზაზა ჭელიძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ბაქარ მირცხულავა, ბექა ბანძელაძე, საბა ადამაშვილი, მიხეილ მახვილაძე, გივი იოსელიანი

ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე, ნიკო კვასხვაძე, შოთა ბაბუნაშვილი, გოგი გოგიჩაიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, ოლეგ მამასახლისი, დავით კირკიტაძე

თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, ბექა ტუღუში, ზურაბ ხურციძე, ბუდუ ზივზივაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ნიკა საბანაძე.

ილიანანობაშვილი