სიახლეები

სამტრედიამ თურქეთში პოლონელებთან წააგო

გაუზიარე

ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილმა სამტრედიამ თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და პოლონურ პიასტთან 1:3 წააგო. პიასტი პოლონურ ლიგაში მეათე ადგილზეა. ქართველთაგან გოლი გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა, რომელმაც 63- წუთზე 1:2 გახადა ანგარიში.

ბოლო წუთებზე დათუნაიშვილი გააძევეს კიდეც, მაგრამ ტესტ-მატჩებისთვის ჩვეული მოლაპარაკების შედეგად, გიორგი სხვა ფეხბურთელმა შეცვალა, ანუ გუნდი ათი კაცით არ დარჩენილა.

ეს ინფორმაცია პიასტის საიტზე წერია. აქვე, სამტრედიელთა სასტარტო შემადგენლობაც: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, კაკუბავა, შალიკაშვილი, კვირკველია, დოლიძე, დათუნაიშვილი, შარიქაძე, გეწაძე, გორგიაშვილი, კერძევაძე

ილიანანობაშვილი