სიახლეები

21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია - საქართველო სან-მარინოთი დაიწყებს

გაუზიარე

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართული უეფას 21-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, მონაწილე ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდასთან კალენდრის შესადგენად დასხდნენ.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ, მე-6 ჯგუფის კალენდარი და სათამაშო დღეები დადგინდა.

2015 წელი

3 ივნისი:               სან-მარინო - საქართველო

3 სექტემბერი:      ხორვატია - საქართველო

7 ოქტომბერი:      საქართველო - ესპანეთი

13 ოქტომბერი:    საქართველო- ესტონეთი

13 ნოემბერი:        ესპანეთი - საქართველო

17 ნოემბერი:        საქართველო - შვედეთი

2016 წელი

23 მარტი:            საქართველო - სან-მარინო

ივნისი:                შვედეთი - საქართველო

1 სექტემბერი:    ესტონეთი - საქართველო

6 სექტემბერი:    საქართველო - ხორვატია

რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები - ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი - დავით გვარამაძე.

სფფ-ის პრესსამსახური