სიახლეები

ეროვნული განახლდა !

ეროვნული ლიგა
გაუზიარე
„გურია“ ლანჩხუთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 1-0

გოლი: 50’ თორნიკე მოსიაშვილი

გაფრთხილება: 51’ კობა შალამბერიძე, 57’ გიორგი მჭედლიშვილი, 79’ გიგა ჭეიშვილი (სამივე „გურია“), 81’ ოთარ ხიზანეიშვილი („ზესტაფონი“)

გამარჯვებით განაახლა სეზონი ლანჩხუთის „გურიამ“, გურულებმა „ზესტაფონს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანაგრიშით დაამარცხეს მეტოქე. მოგეხსენებათ ზამთრის შესვენებისას ზესტაფონელებს საკმაოდ მწვავე ფინანსური პრობლემები შეექმნათ და საგაზაფხულო ეტაპს გუნდი პრაქტიკულად ახალი გუნდით შეხვდა, რამაც ბუნებრივია თამაშზეც იმოქმედა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და ორმხრივი შეტევებით წარიმართა, მომენტები როგორც ერთი ასევე მეორე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, მაგრამ ერთადერთი შედეგიანი დარტყმის განხორციელება მასპინძლებმა შეძლეს. 50-ე წუთზე თორნიკე მოსიაშვილმა ულამაზესი და ამავე დროს სადებიუტო გოლი გაიტანა, კუთხურიდან შალამბერიძის მოწოდებულ ბურთს იგი საჯარიმოს მისადგომებთან დაუხვდა და შეუჩერებლად, უძლიერესი დარტყმით გადაგზავნა კუპატაძის კარში. მატჩის უკანასკნელ წუთზე მარგველებს ქულის გადარჩენის რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ ზვიად სიხარულიას დარტყმული ხარიხამ მოიგერია. საბოლოოდ 1-0 და გურულებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.



„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „შუქურა“ ქობულეთი 1-0

გოლი: 66’ ირაკლი ქობალია („ზუგდიდი“)

გაფრთხილება: 33’ გიორგი ჩელებაძე („შუქურა“), 35’ ლევან კუტალია, 69’ გოდერძი მაჩაიძე, 75’ ლუკა კობერიძე, 90’ ლევან წურწუმია (სამივე „ზუგდიდი“)

მნიშვნელოვანი გამარჯვებით განაახლა სეზონი ზუგდიდის „ზუგდიდმა“, როგორც მოგეხსენებათ მეგრელებმა სეზონის პირველი ნახევარი არც თუ ისე სახარბიელოდ ჩაატარეს, რაც ბუნებრივია სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა, ისინი გასავარდნ ზონაში არიან და აქედან გამოდიანრე თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგი სატურნირო მდგომარეობით ვერც ქობულეთელები დაიკვეხნიან და ქულები მათაც ძალიან სჭირდებათ, მოკლედ, რომ ვთქვათ აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ზუგდიდში“ დაბრუნებულმა ირაკლი ქობალიამ გაიტანა, მან 66-ე წუთზე დასწრებაზე კარგად ითამაშა და ახლო მანძილიდან პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. 



„სამტრედია“ სამტრედია - „დინამო“ თბილისი 0-1

გოლი: 20’ მანუელ ონვუ

გაფრთხილება: 49’ ლაშა თოთაძე, 55’ მათე ცინცაძე, 84’ ოთარ კაკაბაძე (სამივე „დინამო“)

შეიძლება ითქვას, რომ ტურის ცენტრალურმა შეხვედრა გულშემატკივრის მოლოდინი გამაართლა. ლიდერთა დაპირსპირება სავსე ტრიბუნების თვალწინ გაიმართა, რამაც შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო გახადა. ვერ ვიტყვით, რომ თამაში სანახაობრივი თვალსაზრისით გამოირჩეოდა, მაგრამ გუნდებს არაფერი დაუზოგავთ სასურველი მიზნის მისაღწევად და გულშემატკივრების გასახარებლად. პირველი სახიფათო მომენტი თბილისელებმა შექმნეს, მეკარესთან პირისპირ ონვუ დარჩა, მაგრამ თევდორაძემ თავგანწირვით ითამაშა და მომენტიც განიმუხტა. ამის შემდეგ მასპინძლების ჯერი დადგა, გეწაძის აქტიურობის შემდეგ გატანა დოლიძეს მართებდა, მაგრამ ბურთი დინამოელთა მცველს მოხვდა და მოედანი ასე დატოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლის მე-20 წუთზე გავიდა, დედაქალაქელთა სერბმა საყრდენმა სტეფან ბუკორაცმა ბურთი ბოლქვაძეს აართვა და ერთი შეხებით ონვუ მეკარესთან პირისპირ დატოვა, ამეჯრად ესპანელ ლეგიონერს გატანა აღარ გასჭირვებია და „დინამოსთვის“ გამარჯვების მომტანი გოლის ავტორიც გახდა. პირველი ტაიმი თანაბარ თამაშში ჩამთავრდა, მეორე ნახევრის პირველ წუთებში კი, იმერლებმა კოლოსალური უპირატესობა მოიპოვეს და ანგარიშიც გათანაბრებაც მართებდათ, მაგრამ ხან მეტოქის მეკარე თამაშებდა ჩინებულა, ხან მცველები და ხანაც თვითნ სამტრედიელებს ვერ მიყავდათ მომენტები ლოგიკურ დასასრულამდე. მოედანზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კახი გოგიჩაიშვილმა ცვლილებები განახორციელა, რამაც საბოლოო ჯამში მატჩში გარდატეხა შეიტანა და დინამოელებს საშუალება მისცა შეხვედრა სასურველი შედეგით დაესრულებინათ.



„დინამო“ ბათუმი - „მეტალურგი“ რუსთავი 2-0

გოლი: 40’ გიორგი ბერიაშვილი, 47’ დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე „დინამო“)

გაფრთხილება: 35’ გიორგი გოცაძე („მეტალურგი“), 45’ ანზორ სუხიაშვილი („დინამო“), 70’ ბაჩანა მიქელაძე („მეტალურგი“), 76’ თეიმურაზ შონია („დინამო“)

„ჩელე არენაზე“ ბათუმის „დინამომ“ რუსთავის „მეტალურგს“ უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით დინამოელებმა „სამტრედიას“ გადაასწრეს და მესამე ადგილზე აღზევდნენ. ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა, თავი გიორგი ბერიაშვილმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა. ბათუმელებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე შეძლეს, 47-ე წუთზე გოლი გამოცდილმა, დიმიტრი ტატანაშვილმა, გაიტანა. 



„ჩიხურა“ საჩხერე - „სიონი“ ბოლნისი 2-0

გოლი: 38’ გიული მანჯგალაძე, 86’ გიორგი კორიფაძე (ორივე „ჩიხურა“)

გაფრთხილება: 43’ ალექსანდრე გოგობერიშვილი („სიონი“), 43’ სერგეი ლიუბჩაკი, 53’ ლაშა ჩიკვაიძე (ორივე „სიონი“), 65’ ჯაბა უგულავა („სიონი“), 88’ თორიკე მუმლაძე („ჩიხურა“)

თასზე მოუგებელი მატჩის შემდეგ მოგებით განაახლა ეროვნული ჩემპიონატი საჩხერის „ჩიხურამ“, ივანწმინდაში მათ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლეს და 2-0 დაამარცხეს მეტოქე. ბოლნისელებმა ამ მარცხით კიდევ უფრო დაიმძიმეს სატურნირო მდგომარეობა, იმერლები კი ორი საფეხურით აღზევდნენ. გოლები გიული მანჯგალაძემ და გიორგი კორიფაძემ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ მანჯგალაძე საჩხერელთა ახალ წვეულია და ეს მისი სადებიუტო გოლი გახლდათ.



„ცხინვალი“ ცხინვალი - „დილა“ გორი 0-1

გოლი: 62’ მიხაილ გორელიშვილი („დილა“)

გაფრთხილება: 5’ გიორგი თექთურმანიძე („დილა), 56’ დავით იმედაშვილი („ცხინვალი“)

პირველი წრის მსგავსად კვლავ გორელთა გამარჯვებით დასრულდა „ცხინვალი“ – „დილას“ დაპირსპირება. მათ ამჯერად მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე გავიდა, როგორც გორელთა ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მიხალ გორელიშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით მოახერხა თამაშში ერთადერთი გოლი გატანა. ამრიგად უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა მეორე წრის პირველი მატჩში სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში და „დინამოსთან“ ერთ ქულიანი სხვაობაც შეინარჩუნეს.



„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „მერანი“ მარტვილი 2-2

გოლი: 34’ გიგა წურწუმია („მერანი“), 64’, 67’ ვანო კურდღელაშვილი („ვიტ-ჯორჯია“), 84’ აკაკი წყაროზია („მერანი“)

გაფრთხილება: 37’ ირაკლი ღიბრაძე, 43’ ლუკა თათხაშვილი (ორივე „ვიტ-ჯორჯია“), 48’ გიგა წურწუმია, 69’ ირაკლი ციცხვაია (ორივე „მერანი“)

დღევანდელი სათამაშო დღის ყველაზე უხვგოლიანი და ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა „მცხეთა პარკზე“ გაიმართა. სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ვიტ-ჯორჯია“ და მარტვილის „მერანი“ დაუპირსპირდნენ. გულშემატკივრებმა ოთხი გატანილი გოლი და სანახაობრივი მატჩი იხილეს. ანგარიში 34’ წუთზე სტუმრებმა გახსნენს, გატანილი გოლით გიგა წურწუმია გამოირჩა. პირველ ტაიმში სხვა დასამახსოვრებელი მომენტი აღარ შექმნილა. შეხვედრის მეორე ნახევარი ვეტერინართა ახალგაზრდა ნახევარმცველსი ბენეფისად იქცა, ვანო კურდღელაშვილმა 64-ე წუთზე ჯერ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 67-ეზე კი, წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი. ამის შემდეგ მარტვილელებმაც აქტიურად შეუტიეს და თამაშიც უფრო კარგი საყურებელი გახდა. ორმხრივ შეტევებში სარგებელი „მერანმა“ ნახა და 84-ე წუთზე აკაკი წყაროზიას ეფექტური დარტყმით მეგრელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მატჩი საბოლოოდ ამ ანგარიშით დასრულდა და გუნდებმა თითო ქულა გაინაწილეს. 



„ტორპედო“ ქუთაისი - „კოლხეთი“ ფოთი 0-0

გაფრთხილება: 70’ გია ჩადუნელი, 90’ გიორგი კილასონია (ორივე „კოლხეთი“)

ქუთაისში გამართული შეხვედრა ერთადერთი გამოდგა მე-16 ტურში, რომელიც უგოლო ფრით დასრულდა. მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, განსაკუთრებით კი, მასპნძლებმა, მაგრამ გატანა ვერც ერთ მოახერხა. ეს ფრე შეგვიძლია ფოთელთა აქტივში ჩავწეროთ, რადგანაც ქუთურებთან შედარებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვთ და მათთვის ქუთაისში სტუმრად მოპოვებული ქულა ნამდვილად დადებითი შედეგია. 



აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:

„სამტრედია“ სამტრედია - „დინამო“ თბილისი
„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „შუქურა“ ქობულეთი 
„გურია“ ლანჩხუთი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 
„ცხინვალი“ ცხინვალი - „დილა“ გორი
„ჩიხურა“ საჩხერე - „სიონი“ ბოლნისი
„დინამო“ ბათუმი - „მეტალურგი“ რუსთავი

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fcspartaki.ge, www.fczugdidi.ge, www.fczestafoni.ge, www.dinamobatumi.com, www.fcdila.ge, www.facebook.com/FCChikhura