სიახლეები

U17 - ელიტრაუნდისკენ გერმანიის გავლით

გაუზიარე

დღეს, გვიან ღამით, გერმანიაში გაემგზავრება და ელიტრაუნდის დასკვნით შეკრებას გაივლის საქართველოს 17-წლამდე ნაკრები.

სლოვაკ თანატოლებთან გამართული ორი საერთაშორისო ამხანაგური მატჩის შემდეგ, გოჩა ტყებუჩავას გუნდმა საწვრთნელი პროცესი კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გააგრძელა. დღეს დილით, 17-წლამდელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს და უკვე გასამგზავრებლად ემზადებიან.

როგორც აღვნიშნეთ, ჰოლანდიაში წასვლამდე, 17-წლამდე ნაკრები დასკვნით შეკრებას გერმანიაში გაივლის. დიუსელდორფში ჩასვლის შემდეგ, გუნდი დუისბურგში გაემგზავრება და სპორტკომპლექს „Sportschule Wedau - ში დაბინავდება. იქვე წარიმართება საწვრთნელი პროცესიც.

გოჩა ტყებუჩავას თან 20 ფეხბურთელი მიჰყავს. ჰოლანდიაში წასვლამდე კი, ორ მათგანს საქართველოში დაბრუნება მოუწევს. ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ყველა „დინამო“ თბილისი), გიორგი ბერძენაძე („ტორპედო“, ქუთაისი), ომარ ბულუხაძე („საბურთალო“), თორნიკე ჭურაძე („ზესტაფონი“)

ნახევარმცველები: ბექა ნიკოლაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გაგა კუხიანიძე (ყველა „საბურთალო“), ვატო არველაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), აკაკი ყურაშვილი („დინამო“ თბილისი), რატი არდაზიშვილი, დავით სამურკასოვი (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ერეკლე მალაზონია („მერანი“, მარტვილი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე მუზაშვილი („საბურთალო“), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გვასალია („ვიტ ჯორჯია“)

17-წლამდელები ჰოლანდიაში 10 მარტს ჩავლენ. 12 მარტიდან კი, ელიტრაუნდის შეხვედრები დაიწყება.

17-წლამდე ნაკრების საწვრთნელი შეკრებისა და ელიტრაუნდის შესახებ ფოტო, ვიდეო და ტექსტურ მასალებს სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ნახავთ.

სფფ-ის პრესსამსახური