სიახლეები

მე-18 ტურის ანონსი

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მე-18 ტური ხუთშაბათსა და პარასკევს გაიმართება. ტურის შვიდი შეხვედრა ხუთშაბათს ჩატარდება; ერთი დარჩენილი კი, პარასკევს. ცენტრალურ დაპირისპირებას ქობულეთი უმასპინძლებს. „ჩელე არენაზე“ ერთმანეთს, გათამაშების ლიდერი, გორის „დილა“ და მესამე ადგილოსანი ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ, ყველასთვის ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას. ამასთან ერთად, მეორე წრეში ორივე გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს; რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორივე კარგ სათამაშო ფორმაშია და წინ ნამდვილად კარგი თამაში გველის. ხვალვე გამართავს თავის შეხვედრას მეორეადგილოსანი და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდეტი თბილისის „დინამო“. დედაქალაქელები საკუთარ არენაზე „ზესტაფონს“ უმასპინძლებენ. მოგეხსენებათ, რომ ზამთრის პაუზისას გუნდში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო, იმერლებმა გადახალისებული შემადგენლობით განაახლეს ჩემპიონატი, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს ბრძოლისუნარიანი გუნდის შეკრება და ისინი არავისთან დანებებას არ აპირებენ. რაც შეეხებათ, "დინამოელებს", მათ გასულ ტურში უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგეს და ამის გამო მეორე ადგილზეც დაქვეითდნენ. ლიდერთან სხვაობა კი, ორი ქულაა. კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა სამტრედიაში გაიართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „სამტრედია“ და ბოლნისის „სიონი“ გაეჯიბრებიან. მიმდინარე სეზონში ორივე გუნდს საკუთარი მიზნები აქვს და ორივე მათგანისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე-17 ტურში ბოლნისელებმა გათამაშების ლიდერი დაამარცხეს და წესით, ისინი სამტრედიას კარგ განწყობაზე უნდა ეწვიონ, მაგრამ მათ საკმაოდ სერიოზული დანაკლისიც აქვთ: დისკვალიფიკაციის გამო დაჩი ცნობილაძე და ალექსანდრე გურეშიძე ვერ ითამაშებენ. რაც შეეხებათ მასპინძლებს, წინა ტურში მათაც მოიგეს საკუთარი შეხვედრა და ქართლელებისგან განსხვავებით, შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან. ვიმედოვნებთ, რომ ტურის დარჩენილი შეხვედრებიც საინტერესო გამოდგება და ჩვენი მხრივ, თითოეულ გუნდს წარმატებას ვუსურვებთ. 


„გურია“ ლანჩხუთი - „მეტალურგი“ რუსთავი

5 მარტი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 15:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ი.უკლება, ზვ.ერქვანია, ვ.ბასილაია (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვილი ისიანი ("მეტალურგი")


„დინამო“ ბათუმი - „დილა“ გორი

5 მარტი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, ბ.ჭიჭინაძე, გ.ელიკაშვილი, შ.ქუხილავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ვალერიან თევდორაძე ("დინამო")


„დინამო’' თბილისი - „ზესტაფონი“ ზესტაფონი 

5 მარტი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.ფიფია, დ.გაბისონია, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ოთარ ხიზანეიშვილი, მიხეილ გაგოშიძე (ორივე "ზესტაფონი")


„ტორპედო“ ქუთაისი - „მერანი“ მარტვილი

5 მარტი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 15:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.ვარამიშვილი, ა.ჟივიძე, დ.სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გივი იოსელიანი, ბექა ტუღუში (ორივე "ტორპედო")


„ცხინვალი“ ცხინვალი - „ვიტ-ჯორჯია“ თბილისი

5 მარტი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 15:00

მსაჯები: გ.დოგრაშვილი, ი.მაჩიტიძე, ი.კაკაბაძე, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)


„ჩიხურა“ საჩხერე - „შუქურა“ ქობულეთი 

5 მარტი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 15:00

მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ზ.მენთეშაშვილი, კ.სადილიანი, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკავილიფიკაცია: თორნიკე მუმლაძე, დენის დობროვოლსკი (ორივე "ჩიხურა")


„სამტრედია“ სამტრედია - „სიონი“ ბოლნისი 

5 მარტი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 15:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.თოდრია, ა.კოკაია, გ.ყრუაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ი.კვირიკაშვილი (2 დამ.ასისნტენტი), ზვ.ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე "სიონი")


„ზუგდიდი“ ზუგდიდი - „კოლხეთი“ ფოთი 

6 მარტი, ზუგდიდი, "ბაიას" ბაზა, 15:00

მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, ზ.ბერულავა, დ.კვეტენაძე, გ.კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: გია ჩადუნელი ("კოლხეთი"), ავთო ენდელაძე ("ზუგდიდი")


სფფ-ის პრესსამსახური