საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები პარასკევსა და შაბათ გაიმართება. ცენტრაულ დაპირისპირებას თბილისი უმასპინძლებს, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს „ცხინვალი“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდებიან. ისინი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. მოკლედ წინ დაძაბული თამაში გველის. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება ქობულეთში გაიმართება, „ჩელე არენაზე“ ადგილობრივი „შუქურა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. ბოლო პერიოდში ქობულეთელებმა თამაში გამოასწორეს და მიჯრით ორი თამაშის მოგებაც მოახერხეს, მათთან გასვლაზე თამაში კი, ნებისმიერი გუნდისთვის რთული ამოცანაა. რაც შეეხებათ თბილისელებს, მათ დაკარგული ლიდერობაც დაიბრუნეს და თასის ნახევარფინალშიც გააღწიეს, ანუ დედაქალაქელები შავი ზღვისპირეთს კარგ განწყობაზე ეწვევიან. კიდევ ერთი ლიდერი ჩაატარებს საკუთარ მატჩს სტუმრად, ბათუმის „დინამო“ მარტვილის „მერანს“ ეწვევა. ეს მარტვილელთა მეორე შეხვედრა იქნება განახლებულ სტადიონზე, პირველ შემთხვევაში მათ თამაში წააგეს და ვნახოთ ამჯერად რა მოხდება. ისე კი, ცნობილია, რომ სამეგრელოში და განსაკუთრებით მარტვილში თამაში საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული. იმედი გაქვს ტურის დარჩენილი შეხვედრებიც საინტერესო გამოდგება.
„ცხინვალი“ ცხინვალი - „სამტრედია“ სამტრედია“
13 მარტი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 15:00
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, დ.გაბისონია, შ.ქუხილავა (სათადარიგო)
„მერანი“ მარტვილი - „დინამო“ ბათუმი
13 მარტი, მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა", 15:00
მსაჯები: ბ.ნინუა, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი ჯ,ხორავა (სათადარიგო)
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი
13 მარტი, ზესტაფონი, "დავით აბაშიძე", 15:00
მსაჯები: დ.ხარიტონაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ბერულავა. ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ზვიად სიხარულია ("ზესტაფონი")
„შუქურა“ ქობულეთი - „დინამო“ თბილისი
14 მარტი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 15:00
მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, დ.კვეტენაძე, ი.კვირიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.დოგრაშვილი (2 დამ.ასისნტენტი), ვ.ბასილაია (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: დავით ხოჭოლავა ("შუქურა")
„დილა“ გორი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი
14 მარტი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 15:00
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.ფიფია, ი.უკლება, დ.სანოძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: გიორგი სეთურიძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე "დილა")
„მეტალურგი“ რუსთავი - „ჩიხურა“ საჩხერე
14 მარტი, რუსთავი, "ფოლადი", 15:00
მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, ი.მაჩიტიძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: კახაბერ კაკაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე (ორივე "ჩიხურა")
„კოლხეთი“ ფოთი - „გურია“ ლანჩხუთი
14 მარტი, ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 15:00
მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი, ი.კაკაბაძე, მ.კუპატაძე, ზვ.ტუღუში (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ვაჟა მათიაშვილი ("გურია")
„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ტორპედო“ ქუთაისი
14 მარტი, მცხეთა, "მცხეთა პარკი", 15:00
მსაჯები: ხ.გაგნიძე, ზვ.ერქვანია, ა.კოკაია, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)
სფფ-ის პრესსამსახური

ეროვნული ლიგა
გაუზიარე