გოლი: 38’ ლევან გეგჭკორი („მერანი“), 65’ გიორგი ბერიაშვილი, 89’ გიორგი ქავთარაძე (ორივე „დინამო“)
გაფრთხილება: 35’ პაპუნა ფონიავა („მერანი“), 37’ ანზორ სუხიაშვილი, 62’ ბექა ჭკუასელი (ორივე „დინამო“)
საკუთარ მოედანზე კვლავ დამარცხდა მარტვილის „მერანი“, მიუხედავდ იმისა, რომ ანგარიში სწორედ მარტვილელებმა გახსნეს, მათ ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და მატჩის მიწურულს გაშვებული გოლის წყალობით სულაც წააგეს შეხვედრა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და საკმაოდ საინტერესო სანახავიც გამოდგა. ანგარიში 38-ე წუთზე გაიხსნა, პაპუნა ფონიავას ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ლევან გეგეჭკორმა გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ მეგრელებმა უკან დაიხიეს და ინიციატივა სტუმრებმა იგდეს ხელთ, მათ ანგარიშის გათანაბრება 65-ე წუთზე მოახერხეს, ქავთარაძის პასით გიორგი ბერიაშვილმა შეაგდო. გაშვებული გოლის შემდეგ რა თქმა უნდა მასპინძლებიც უფრო გააქტიურდნენ და თამაში კიდევ უფრო დინამიური გახდა. ორმხრივ შეტევებში ბათუმელებმა იამრჯვეს და 89-ე წუთზე გიორგი ქავთარაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ცხინვალი“ ცხინვალი - „სამტრედია“ სამტრედია 2-1
გოლი: 17’ ლაშა შინდაგორიძე („ცხინვალი“), 30’ ლევან კაკუბავა („სამტრედია“), 57’ რატი ცაწკრიალაშვილი („ცხინვალი“)
გაფრთხილება: 52’ ლევან კაკუბავა, 90’ ზურაბ ხიზანიშვილი (ორივე „სამტრედია“), 90’ თორნიკე თარხნიშვილი („ცხინვალი“)
მოლოდინისამებრ საინტრესო და დაძაბული გამოდგა „მიხელ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გამართული უშუალო კონკურენტების დაპირისპირება. როგორც ჩანს „ცხინვალი“ ნელ-ნელა შევიდა კარგ ფორმაში და მიჯრით თამაშების მოგებაც მოახერხა. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გოლი ლაშა შინდაგორიძემ გაიტანა. ცხინვალელებს სიხარული დიდხანს არ დასცალდათ და 30-ე წუთზე თავური დარტყმით ლევან კაკუბავამ გაათანაბრა. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით გაგრძელდა და მათ საწადელს 58-ე წუთზე მიაღწიეს, ძლიერი დარტყმით თავი რატი ცაწკრიალაშვილმა გამოიჩინა. ამ გამარჯვებით ცხინვალელებმა იმერლებს ადგილი გაუცვალეს და მეოთხე ადგილს იკავებენ.

„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი 4-2
გოლი: 6’ დათა სიჭინავა („სიონი“), 10’, 27’ ირაკლი სიხარულიძე, 58’ ოთარ ხიზანეიშვილი, 68’ გიორგი ილურიძე (სამივე „ზესტაფონი“), 90’ გიორგი მიქაბერიძე („სიონი“)
გაფრთხილება: 29’ გიორგი ცხადაია, 35’ დაჩი ფოფხაძე (ორივე „სიონი“), 40’ მალხაზ გაგოშიძე („ზესტაფონი“), 79’ ცოტნე ქებურია („სიონი“), 84’ მათე კვირკვია („ზესტაფონი“)
ეროვნულ ჩემპიონატში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ გამრჯვება მოიპოვა „ზესტაფონმა“, მარგველებმა „სიონს“ უმასპინძლებს და დამაჯერებლად, 4-2, დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-6 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი დათა სიჭინავას ანგარიშზეა. მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-10 წუთზე ბოლნისელთ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა. იმავე სიხარულიძემ 27-ე წუთზე ამჯერად მეკარისა და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და ბურთი ფაქტიურად ცარიელ კარში შეაგორა. მატჩი კვლავ იმერელთა შეტევებით გაგრძელდა და 58-ე წუთზე ოთარ ხიზანეიშვილის უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით მათ სხვაობა ორამდე გაზარდეს. ამ გოლიდან ზუსტად 10 წუთში, საკუთარი გოლი გიორგი ილურიძემაც გაიტანა და ზესტაფონელთა გამარჯვება გარდაუვალი გახადა. ერთადერთი რაც სტუმრებმა მოახერხეს, ისაა, რომ 90-ე წუთზე გიორგი მიქაბერიძის გოლის წყალობით სხვაობა ორამდე შეამცირეს და საბოლოო ანაგრიში 4-2 დააფიქსირეს.
„შუქურა“ ქობულეთი - „დინამო“ თბილისი 0-1
გოლი: 18’ ლაშა პარუნაშვილი („დინამო“)
გაფრთხილება: 34’ ლაშა თოთაძე („დინამო“), 71’ გიორგი ჩელებაძე („შუქურა“), 85’ გიორგი ჩირგაძე („დინამო“)
რთული და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე გათამაშების ლიდერმა, თბილისის „დინამომ“. თბილისელები „შუქურას“ ესტუმრნენ და მინიმალური ანგარიშით, 0-1, დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე გავიდა, ჯანელიძის პასის შემდეგ ლაშა პარუნასვილმა ფაქტიურად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი. მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და როგორც უკვე მოგახსენეთ სტუმრებმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.

„დილა“ გორი - „ზუგდიდი“ ზუგდიდი 4-0
გოლი: 25’, 39’, 75’ ნიკა კვეკვესკირი, 80’ მიხაილ გორელიშვილი (ორივე „დილა“)
გაფრთხილება: 6’ გიორგი სომხიშვილი, 49’ სლავკო მარიჩი, 71’ დავით ხურცილავა (სამივე „დილა“), 80’ ლევან კუტალია („ზუგდიდი“)
გორში გამართული შეხვედრა ნიკა კვეკვესკირის ბენეფისად იქცა, ნახევარმცველმა ჰეთრიკი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ნიკამ მეტოქის კარი 25-ე, 39-ე და 75-ე წუთებზე აიღო. ერთი გოლიც მე-80 წუთზე მიხაილ გორელიშვილის ანგარიშზეა. ასე და ამ გვარად საკუთარი მატჩები ყველა ლიდერმა მოიგო და პირველ სამეული კვლავ უცვლელია.
„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ტორპედო“ ქუთაისი 0-1
გოლი: 77’ შოთა ბაბუნაშვილი („ტორპედო“)
გაფრთხილება: 26’ ლევან საბაძე („ვიტ-ჯორჯია“), 55’ რომეო კანკია („ტორპედო“)
გაძევება: 90’ ბადრი დემეტრაშვილი („ვიტ-ჯორჯია“)
ხუთ თვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ გამარჯვების გემო გაიხსენა. ქუთათურები მცხეთაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანაგარიშით დაამარცხეს მეტოქე. ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა, ბუდუ ზივზივაძის პასის შემდეგ მეკარისგან ახლო კუთხეში შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა. ამ გამარჯვებით იმერლებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

„მეტალურგი“ რუსთავი - „ჩიხურა“ საჩხერე 0-0
გაფრთხილება: 76’ რევაზ ბარამიძე („მეტალურგი“)
მეორე წრეში საკუთარ აქტივში პირველი ქულა ჩაიწერა რუსთავის „მეტალურგმა“, ახალი წლის შემდეგ რუსთაველებმა უკვე მეორედ უმასპინძლეს „ჩიხურას“ და კვლავ 0-0 ითამაშეს. მაშინდელი შეხვედრის მსგავსად ეს მატჩიც უსახური გამოდგა, რაც რუსთაველთა მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. იმედი გვაქვს ქართლელები მალე მოაგვარებენ საკუთარ პრობლემებს და მათი ჩვეული თამაშით დაუბრუნდებიან ეროვნულ ჩემპიონატს.

„კოლხეთი“ ფოთი - „გურია“ ლანჩხუთი 0-1
გოლი: 20’ ალექსანდრე კოშკაძე („გურია“)
გაფრთხილება: 85’ იური შეველი („გურია“), 90’ ნიკოლოზ სიჭინავა („კოლხეთი“), 90’ ბიძინა ცინცაძე („გურია“)
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ გურულებმა ნელ-ნელა თამაშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. ერთადერთი გოლი მე-20 წუთზე გავიდა, ეფექტური და უძლიერესი დარტყმით თავი ალექსანდრე კოშკაძემ გამოიჩინა. გამარჯვების შედეგად ლანჩხუთლები ერთი პოზიციით აღზევდნენ, კოლხები კი, პირიქით ერთი პოზიციით დაქვეითდნენ.
აქვე, მოცემულ ბმულებზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლები:
„შუქურა“ ქობულეთი - „დინამო“ თბილისი
„ვიტ-ჯორჯია“ თბილისი - „ტორპედო“ ქუთაისი
„მერანი“ მარტვილი - „დინამო“ ბათუმი
„კოლხეთი“ ფოთი - „გურია“ ლანჩხუთი
„ზესტაფონი“ ზესტაფონი - „სიონი“ ბოლნისი
ფოტო/ვიდეო: www.fcdinamo.ge, www.fctorpedo.ge, www.fcspartaki.ge, www.fcdila.ge, www.fczestafoni.ge, www.facebook.com/fcmerani, www.facebook.com/FCMGE
სფფ-ის პრესსამსახური