თბილისში უეფას სუპერ თასის ოფიციალური ელჩი გიორგი ქინქლაძეა - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ფეხბურთელი საქართველოში, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების ნამდვილი ვარსკვლავი იყო. 1995-98 წლებში „ქინქი“ „მანჩესტერ სიტიში“ ბრწყინავდა. ბრიტანული წლები მის კარიერაში ყველაზე საუკეთესოა.
დღეს კი, გიორგი ქინქლაძე სუპერ თასის ოფიციალური ელჩია.
„რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს დიდი პატივია და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ უეფას სუპერ თასის ელჩი ვარ ჩემს ქვეყანაში. სუპერ თასის თბილისში ჩატარება დიდი და მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსთვის. მიხარია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე მეც ვიქნები“ - ამბობს „ქინქი“.
სფფ-ის პრესსამსახური