3 აპრილს ფეხბურთის ფედერაციაში დასრულდა კლუბებისგან სალიცენზიო საბუთების მიღება. მომდევნო სეზონისთვის განაცხადი 17-მა კლუბმა წარადგინა: 15-მა უმაღლესლიგელმა და ორმა პირველლიგელმა: საბურთალომ და ლოკომოტივმა. ერთადერთი უმაღლესლიგელი, რომელიც სალიცენზიო განაცხადის გარეშეა, რუსთავის მეტალურგია.
მიმდინარე ეტაპზე დოკუმენტაციას ფედერაციის სპეციალისტები განიხილავენ და დასკვნებს წარუდგენენ ლიცენზირების კომიტეტს, რომელიც აპრილის ბოლოს შეიკრიბება და მხარეებთან განხილვის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას უეფასა და ეროვნული ლიცენზიების გაცემაზე.
გადაწყვეტილების მიღების სამსაფეხურიანი პროცესი, რომელიც კომიტეტის ვერდიქტების ლიცენზირების სააპელაციო ორგანოში და შემდეგ ფედერაციის წესდებით განსაზღვრულ ტრიბუნალში გასაჩივრებას მოიცავს, მაისის ბოლოს დასრულდება. შედეგები ეცნობება როგორც უეფას, ასევე ფედერაციის აღმასკომს.
გაუზიარე