სიახლეები

მახარაძის ფახთაქორი აზიის ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

გაუზიარე

გუშინ დასრულდა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და კახა მახარაძის ფახთაქორი დაემშვიდობა ტურნირს. ტაშკენტელებმა შინ 0:2 წააგეს საუდის არაბეთის ალ-შაბაბთან, რომელიც უმოტივაციოდ იყო – ჯგუფში ბოლო ადგილზე იყო 2 ქულით. არადა, მახარაძის გუნდს რომ მოეგო, მეორე ადგილზე გავიდოდა, წაგებით კი მესამეზე დარჩა. მახარაძემ ალ-შაბაბთან 77 წუთი ითამაშა.  

შეგახსენებთ, კახა მახარაძემ მარტში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა. 27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მალტასთან და გერმანიასთანაც სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ. 

ილია ნანობაშვილი