სიახლეები

ლუის ალბერტო თბილისის დინამოში?

გაუზიარე

ბოლნისის სიონში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა პორტუგალიელი ლეგიონერი ლუის ალბერტო, რომელმაც მალევე მიიქცია ყურადღება. ეს ფორვარდი მადრიდის ატლეტიკოს აღზრდილია, მშვენივრადაა განსწავლული ტაქტიკურად, მთელი თამაშის განმავლობაში მოძრაობს, იოლად იხსნება და ტექნიკურადაც კარგადაა მომზადებული. 

ბუნებრივია, ასეთი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჩვენი ჩემპიონატის ლიდერებიც გამოხატავდნენ და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლუის ალბერტოს გადაბირება თბილისის დინამოს სურს.

თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთი პრობლემა საგოლე მომენტების რეალიზებაა და ამ მხრივ, ლუის ალბერტოს გადაყვანა ეგებ მისწრებაც იყოს. 

პაატა ძნელაძე