სიახლეები

გოროზიას პირველი ნორვეგიული

გაუზიარე

ნორვეგიის თასის 1/32 ფინალში სტაბეკმა სტუმრად 3:1 მოუგო ოსლოს და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს შეხვედრა სრულად ჩაატარა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა გიორგი გოროზიამ, იგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიორგიმ მატჩის 33_ე წუთზე თავი გოლითაც გამოიჩინა. გარდა ამისა, მან კიდევ ერთ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.  

რაც შეეხება ნორვეგიის ჩემპიონატს, სტაბეკი 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ რუსენბორგს 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში გოროზია და მისი თანაგუნდელები ვალერენგას ესტუმრებიან. 

შეგახსენებთ, გოროზია სტაბეკში მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებამდე გადავიდა და უმალ მოიპოვა მთავარი მწვრთნელის, ამერიკელი მაიკლ ბრედლის ნდომა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა.

პაატა ძნელაძე