ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები, უახლესი ინფორმაციები, მიმდინარე თამაშების ანგარიშები და ფოტოები, ექსკლუზიური ვიდეოები და ინტერვიუები, ყველაფერი ის, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს აინტერესებს, უკვე მობილური აპლიკაციის დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ.
ფეხბურთის ფედერაციის განახლებული ვებ–გვერდის ერთ–ერთი სიახლე, სწორედ, მობილური აპლიკაციაა iOS და Android ტიპის ტელეფონებისათვის. მობილური აპლიკაციის გადმოტვირთვა ხელმისაწვდომია ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც ზემოაღნიშნული მოდელის ტელეფონი აქვს. ამისთვის საკმარისია მიჰყვეთ მითითებულ ბმულს და შესარულოთ ინსტრუქცია: (გადმოსატვირთი ლინკი)
აღნიშნული აპლიკაციის თქვენს მობილურ ტელეფონებში დაინსტალირების შემდეგ, უკვე თავისუფლად შეგეძლებათ სფფ–ის ოფიციალური ვებ–გვერდის „ლაივ-სქორის“ თვალის მიდევნება. თქვენ გექნებათ საქართველოს ჩემპიონატის, ეროვნული ნაკრებების, იმ საერთაშორისო ტურნირების მიმდინარეობის შესახებ წუთობრივად განახლებადი ინფორმაცია, სადაც ქართული გუნდები თამაშობენ. ამავდროულად, ყველა ამ მიმდინარე მოვლენას თავადაც გაუკეთებთ კომენტარს.
![]() | ![]() |
გახდით ჩვენი საფეხბურთო ოჯახის აქტიური წევრი, მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია ქართული ფეხბურთის შესახებ ონლაინ რეჟიმში და არ გამოტოვოთ ჩვენი სიახლეები.
სფფ–ის პრესსამსახური