საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 7 ივნისს ამხანაგურ მატჩს ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „ხეტაფეს“ ალფონსო პერესის სტადიონზე შედგება. ეს იქნება ბოლო მატჩი, რომელსაც ესპანეთის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჩაატარებს.
ესპანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები 27 მაისს, ავსტრიაში სლოვაკეთს შეხვდება. 3 ივნისს კი ჩვენი გუნდი სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება.
სფფ-ს პრესსამსახური

გაუზიარე