საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის წინააღმდეგ ჩაატარა. „დინამო არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში პირველ ტაიმში ნურგალიევის გოლით გაიხსნა. ზუსტად ორ წუთში კი თორნიკე ოქრიაშვილი საპასუხო გოლის ავტორი გახდა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდენო ამხანაგურ შეხვედრას, 27 მაისს, ავსტრიაში სლოვაკეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველო - ყაზახეთი 1-1
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (89’ ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46’ კვერკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (78’ კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (78’ ყენია), ჭანტურია (46’ კაჭარავა)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ყაზახეთი: ლორია (46’ პლოტნიკოვი), ბეისებეკოვი, ლოგვინენკო, ჩშიოტკინი (46’ ხიჟნიჩენკო), ნურგალიევი (80’ ისლამხანი), მალი, შომკო, კუატი (82’ ტაგიბერგენი), მუჟიკოვი (64’ კონისბაევი), სმაკოვი (74’ ბაიჟანოვი), სუიუმბაიევი
მთ. მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი
მსაჯები: კლეიტონ პისანი (მალტა), მიშელ სკერი (მალტა), ვილიამ დებატისტა (მალტა), გიორგი ვადაჭკორია (სათადარიგო)
გოლები: 0-1 ნურგალიევი (36), 1-1 ოქრიაშვილი (38)

გაუზიარე