სიახლეები

ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა

სფფ
გაუზიარე

9 ივნისს, დასრულდა ნოდარ ახალკაცის სახელობის მეცხრე საერთაშორისო ტურნირი, რომელიც თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი თბილისის მერია იყო, ხოლო ფესტივალს გენერალურ სპონსორობას VTB ბანკი უწევდა.
ტურნირში სულ 44 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის სამი უცხოური კლუბი. შეჯიბრი სამ ასაკში - 2005, 2006 და 2007 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის გაიმართა. ტურნირში 630 მოზარდი ჩაერთო.
2005 წელს დაბადებულები: დინამოს აკადემია - ივერია (ხაშური) ძირითადი დრო: 2:2; პენალტების სერია: 4:2 2006 წელს დაბადებულები: დინამოს აკადემია - საბურთალო 0:22007 წელს დაბადებულები: დინამოს აკადემია - საბურთალო 1:2
ფესტივალის ფინალისტები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ. თბილისის მერიისა და VTB ბანკის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმაც მიიღეს.





სფფ-ის პრესსამსახური