26 ივლისს, საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა სტუმრად, ზაგრებში ადგილობრივ „დინამოსთან“ გამართა.
მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა და ზაგრებელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ხორვატებმა გოლების გატანა 3 წუთიან მონაკვეთში მოახერხეს. წყვილის განმეორებითი შეხვედრა „დინამო არენაზე“ 2 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
დინამო ზაგ - დინამო თბ 2:0
ზაგრები, „მაქსიმირი“
დინამო ზაგ: ედუარდო, პივანიჩი, ბენკოვიჩი, სიგალი, სტოიანოვიჩი, ანტოლიჩი, სუდანი, როდი, ჩორიჩი (74’ ენრიკესი), მაჩადო (9’ ფერნანდესი), ჰოჯიჩი (62’ ჟონასი)
მთ. მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
დინამო თბ: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, ჭელიძე, ჯიღაური, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (56’ კურიე), კიტეიშვილი (46’ გელაშვილი), ჭანტურიშვილი, დვალიშვილი (78’ ცინცაძე)
მთ. მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მსაჯები: ბობი მადენი, დევიდ მაკგიჩი, შონ კარი, სტივენ მაკლინი (სათადარიგო) (ყველა შოტლანდია)
გაფრთხილება: 37’ სიგალი (დინამო ზაგ)
გოლები: 1:0 სუდანი (39), 2:0 ჩორიჩი (42)
სფფ-ის პრესსამსახური