სიახლეები

საქართველო - ავსტრია 1-2

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

5 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა. „დინამო არენაზე“ ჯვაროსნებმა ავსტრიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, ალაბას ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში წარმოქმნილი არეულობით ჰინტერეგერმა ისარგებლა და თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი ლორიას კარში. გაშვებული გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ, მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მაოხერხეს. ტაიმის მიწურულს ავსტრიამ კვლავ შემოგვიტია და 42-ე წუთზე, არნაუტოვიჩის ჩაწოდებული ბურთი ცარიელ კარში მარკ იანკომ გადაგზავნა.

მეორე ნახევარი ვლადიმერ ვაისის გუნდმა აქტიურად დაიწყო, მწვრთნელმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა და ამ ყველაფერმა შედეგი 78-ე წუთზე გამოიღო. ულამაზესი შორეული დარტყმით ალმერის კარი ჯანო ანანიძემ აიღო. გოლის შემდეგ ავსტრიელთა კართან რამდენიმე რეალური მომენტი შეიქმნა, მაგრამ შედეგი არ შეცვლილა.

5 სექტემბერს, D ჯგუფში კიდევ 2 შეხვედრა გაიმართა. სერბეთმა ირლანდიას უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. უელსი კი, საკუთარ მოედანზე მოლდოვას დაუპირისპირდა და 4-0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ირლანდიის წინააღმდეგ 6 ოქტომბერს გამართავს.

საქართველო - ავსტრია 1-2

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე (84’ ჭანტურია), კვერკველია, კაშია, ამისულაშვილი (76’ ოქრიაშვილი), დაუშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, დვალიშვილი (63’ სხირტლაძე), ჯიღაური, ნავალოვსკი
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ავსტრია: ალმერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, იუნუზოვიჩი (69’ შიოპფი), ჰარნიკი (71’ ზაბიცერი), ზუტნერი, ბაუმგარტლინგერი, კლეინი, იანკო (76’ გრეგორიჩი)
მთ. მწვრთნელი: მარსელ კოლერი

მსაჯები: ალექსეი კულბაკოვი, ვიტალი მალიუტინი, ოლეგ მასლიანკო, დენის შერბაკოვი

გაფრთხილება: 51’ ჰინტერეგერი, 90’ ალმერი

გოლები: 0-1 ჰინტერეგერი (16), 0-2 იანკო (42), 1-2 ანანიძე (78)