სიახლეები

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასი ერგნეთში

სფფ
გაუზიარე

უეფას 2017 წლის ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის თასის ტური მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ჩემპიონატის ჯილდო 19 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ერგნეთში ჩაიტანეს.

ერგნეთის სტადიონზე ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო გუნდი სოფემ მეღვრეკისის ბავშვთა გუნდს დაუპირისპირდა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეკრებილ ბავშვთა გუნდებსა და გულშემატკივრებს სფფ-ის პრეზიდენტმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ჩემპიონატის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს 2-15 ივლისამდე თბილისი და გორი მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე მასპინძელ საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად შვედეთის, ჩეხეთის, პორტუგალიის, ინგლისის, გერმანიის, ბულგარეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდე ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. 

ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან 2 ივლისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 20:00 საათზე დაიწყება.