სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ლიგა: თსუ საქართველოს ჩემპიონია!

გაუზიარე

10 ივნისს, ახალმა სპორტის სასახლემ, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების დასკვნით სათამაშო დღეს უმასპინძლა. გაირკვა წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის ვინაობაც - საქართველოს ფუტსალში ახალი ჩემპიონი ყავს, ეს ტიტული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოქმედ ჩემპიონს სტუ-თელასს აჯობა მინიმალური სხვაობით 1-0.

ფინალურ შეხვედრამდე გაიმართა მატჩი მესამე ადგილისათვის, რომელშიც ერთმანეთს აფხაზეთი და თბილისი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისის გამარჯვებით 8-7 დასრულდა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც გუნდებთან ერთად სეზონის გამორჩეული ფეხბურთელებიც დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ თსუ-ს კიპერი ჯაბა ჯამბურია დასახელდა, საუკეთესო მცველის ტიტული თელასის ლიდერს, შოთა თოფურიას გადაეცა, საუკეთესო უნივერსალად ასევე თელასის ფეხბურთელი გიორგი სოზაშვილი დასახელდა. ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი, ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა სიგუნავა გახდა, ჩემპიონატის ბომბარდირის წოდება 25 გატანილი გოლით, აფხაზეთის შემტევს მელტონ ახალაიას ერგო. გამორჩეული ფეხბურთელები ქართული ფუტსალის ვეტერანებმა, ზაალ ჩიტალაძემ, ალე ძაბირაძემ, გოგა ალთუნაშვილმა, ანდრო მიზანდარმა და დავით სოლოღაშვილმა დააჯილდოვეს.

რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელს, იგი თსუ-ს თავდამსხმელი, გია ნიკვაშვილი გახდა, რომელსაც ჯილდო და სამახსოვრო პრიზი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.

ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. ჩემპიონს კუთვნილი ოქროს მედლები და თასი, საქართველოს ფეხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ გადასცეს.



10.06.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. მატჩი III ადგილისათვის
თბილისი - აფხაზეთი 8-7 (1-1)
გოლები: 6:54’ ხახაშვილი (1-0), 17:47’ახალაია (1-1), 21:52’ ახალაია (1-2), 23:25’ ახალაია (1-3), 26:12; სებისკვერაძე (1-4), 27:02’ რეხვიაშვილი (2-4), 28:11’ კარაპეტიანი (3-4), 28:44’ მხითარიანი (4-4), 31:30’ ხახაშვილი (5-4), 34:10; სებისკვერაძე (5-5), 35:23’ ახალაია (5-6), 35:57’ ახალაია (5-7), 36:20’ რეხვიაშვილი (6-7), 38:22’ კარაპეტიანი (7-7), 39:32’ ცეცაძე (8-7)
გაფრთხილებები: 6:54’ ხახაშვილი (თბ), 18:20’ ხარაიშვილი (აფხ), 39:44’ კარაპეტიანი (თბ)
თბილისი: ი. გედენიძე, მხითარიანი, კარაპეტიანი, ჭელიძე, რეხვიაშვილი
სათ.: დ. თურმანიძე, ცეცაძე, ჯანელიძე, ხახაშვილი
აფხაზეთი: გელაშვილი, ხარაიშვილი, ღუღუნიშვილი, სებისკვერაძე, ახალაია
სათ.: ლ. ლეჟავა, ფიფია, შველიძე, ქეშელაშვილი, ტვილდიანი, გოგოლაძე, რ. გედენიძე

10.06.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. ფინალი
თსუ - სტუ-თელასი 1-0 (0-0)
გოლები: 38:49’ სიგუნავა(1-0)
გაფრთხილებები: 12:06’ ასათიანი (თელ), 39:53; სიგუნავა (თსუ), 39:53’ გაბუჩია (თელ)
თსუ: ჯამბურია, ბობოხიძე, კაკაბაძე, სიგუნავა. ჭუმბურიძე
სათ.: ნიკვაშვილი, ქურცაძე, სანიკიძე
სტუ-თელასი: გაბუჩია, სოზაშვილი, ასათიანი, დევდარიანი, შელეგია
სათ.: წვერავა, თარხნიშვილი, მამულაშვილი, ცხომარია, კურბანოვი, მერკვილაძე