სიახლეები

ქართული კლუბები ევროპის ლიგაზე

გაუზიარე

30 ივნისს, გორის „დილამ“ საჩხერის „ჩიხურამ“ და „სამტრედიამ“ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გამართეს.

„დილამ“ საკუთარ მოედანზე სომხური „შირაქი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ გაიტანა. შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ესწრებოდნენ. ამ გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 7 ივლისს გიუმრში გაიმართება.

საჩხერის „ჩიხურა“ კიშიონიოვის „ზიმბრუს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1-0 იმარჯვა. გამარჯვების გოლი მატჩის მე-40 წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა 5 ივლისს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება.

ასევე სტუმრად იასპარეზა საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა. „სამტრედია“ ბაქოს „ბაქსელ არენაზე“ „გაბალას" დაუპირისპირდა და 1-5 დამარცხდა. იმერელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ლაშა შერგელაშვილის ანგარიშზეა. წყვილის მეორე მატჩი ზესტაფონში 7 ივლისს შედგება.

დილა - შირაქი 1-0

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა: მუჯირიშვილი, სამხარაძე, რაზმაძე, წიქარიძე (68' კიკაბიძე), ნონიკაშვილი (89' ქათამაძე), მოდებაძე, კვირკველია, ერისთავი (79' საბაძე), ღონღაძე, დოლიძე, ქარქუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

შირაქი: აივაზოვი, ა. ჰოვჰანისიანი, მიქაელიანი, ჰოვსეპიანი (58’ დიარასოუბა), კოუაკოუ (87' მურადიანი), ჰაკობიანი (78' ბროუ), უდო, გ. ჰოვჰანისიანი, დარბინიანი, კაბა, სტოშკოვიჩი

მთ. მწვრთნელი: ვარდან ბიჩახჩიანი

მსაჯები: ანატოლი ჟაბჩენკო, იგორ ალოხინი, ანდრიი სკრიკპა, მიკოლა ბალაკინი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 12’ კაბა (შირაქი) 23’ ღონღაძე, 39’ წიქარიძე, 41’ სამხარაძე (სამივე დილა), 44’ ჰაბოკიანი (შირაქი), 75’ ნონიკაშვილი (დილა)

გოლი: 1-0 მოდებაძე (36)





ზიმბრუ - ჩიხურა 0-1

კიშინიოვი, სტადიონი „ზიმბრუ“

ზიმბრუ: რუსუ, დიეგო ლიმა (46’ ზაგაევში), ანტონი, სპატარუ (86’ ჟალო), ამანსიო ფორტესი, ლუანი, ბრუნო, ემერსონი, ჟარდანი, იზალდო, კულიბალი (81’ ერიკი)

მთ. მწვრთნელი: ფლავიუს სტოიკანი

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, ლობჟანიძე (66’ ლექვთაძე), გაბედავა (57’ დობროვოლსკი), ტატანაშვილი, კაკუბავა, ივანიშვილი (90’ დეკანოიძე), ჩიკვაიძე, კაშია, რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: იარი იარვინენი, სამი ნიკანენი, მიკა ლამპუ, ვილე ნევალაინენი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 23’, 61’ განუგრავა, 36’ ჰამზიჩი (ორივე ჩიხურა), 75’ ჟარდანი (ზიმბრუ)

გაძევება: 36’ ანტონი (ზიმბრუ), 61’ განუგრავა (ჩიხურა)

გოლი: 0-1 ტატანაშვილი (39)


გაბალა - სამტრედია 5-1

ბაქო, „ბაქსელ არენა“

გაბალა: ბეზოტოსნი, სტანკოვიჩი, სადიგოვი, კვეკვესკირი, ზენიოვი (83’ მუტალიმოვი), ვერნიდუბი, დაბო (77’ ეიუბოვი), ოზობიჩი, რიკარდინიო, ვიკსი, აბასოვი (86’ ალიევი)

მთ. მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მანჯგალაძე (71’ ცნობილაძე), რაჟამაშვილი, არაბული, ზივზივაძე (59’ მარკოზაშვილი), ჯიქია (46’ გამყრელიძე), შერგელაშვილი, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი

მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯები: დენის შერბაკოვი, დმიტრი ჟუკი, იური ხომჩენკო, სერგეი ცინკევიჩი (სათადარიგო)

გაფრთხილება: 44’ ჯიქია, 63’ მარკოზაშვილი (ორივე სამტრედია), 65’ ზენიოვი, 69’ ვიკსი (ორივე გაბალა), 73’ მიგინეიშვილი (სამტრედია)

გოლები: 1-0 სტანკოვიჩი (16), 2-0 ზენიოვი (19), 3-0 ვიკსი (30), 3-1 შერგელაშვილი (59), 4-1 ვიკსი (69), 5-1 ვიკსი (72)


სფფ-ის პრესსამსახური